საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს გადაეცა


2017-09-07 11:36:00

422 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში დაუკანონდებათ.

2013 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 15 551 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო