საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

თავშესაფრის საკითხების შესახებ ტრენინგი გაიმართა


2017-09-12 15:21:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სფეროს პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი თავშესაფრის სფეროში ჩართული პროფესიონალებისთვის გამართულ ტრენინგს დაესწრნენ.

ტრენინგი დევნილთა და განსახლების სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგის თემას „თავშესაფრის პროცედურის პრაქტიკული მახასიათებლები“ წარმოადგენდა. ტრენინგს ესტონეთიდან და ლიტვიდან მოწვეული ექსპერტები უძღვებოდნენ.

იხილეთ ვიდეო