მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

სოზარ სუბარი უკრაინელ კოლეგას ვადიმ ჩერნიშს შეხვდა


2017-11-21 15:11:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას ვადიმ ჩენრიშს შეხვდა.

უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის ვადიმ ჩერნიშის განცხადებით, საქართველოს გამოცდილების გაზიარების შედეგად, უკრაინის მთავრობამ დევნილთა განსახლების საპილოტე პროექტი შეიმუშავა.

უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას სოზარ სუბარმა სამომავლოდ, კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის ვიზიტი უკრაინაში ორი დღის განმავლობაში გრძელდება და მის მიზანს უკრაინის მთავრობისთვის, დევნილებთან დაკავშირებით, საქართველოში არსებული გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

იხილეთ ფოტოგალერია