საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო


2018-02-08 11:06:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა, არა მარტო ახალ სასწავლო ცენტრს ჩაუყარეს საფუძველი, არამედ საფუძველი ჩაუყარეს ახალ საქართველოს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ როლს, უკვე 100 წელია, ძალიან ღირსეულად ასრულებს. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. დარწმუნებული ვარ, რომ უნივერსიტეტი ყოველთვის შეასრულებს იმ როლს, რასაც ის უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ასრულებდა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო ალბომში სამახსოვრო ჩანაწერიც გააკეთა.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია