მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა


2018-02-14 09:43:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოსა და ამავე დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპის შეხვდა.

შეხვედრის მიზანს, საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-17 კონსოლიდირებული ანგარიშისთვის, დევნილთა საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება წარმოადგენდა.

გრიგოლ გიორგაძემ ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საკითხთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ის პროექტები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით ახორციელებს.

შეხვედრის დასასრულს, ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებმა მინისტრის მოადგილეს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადეს.