მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

სამინისტრო თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს


2018-04-23 14:30:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 50 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციაზე გასცემს.

2017 წელს, სამინისტრომ საქართველოში თავშესაფრის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საგანმანათლებლო და ინფორმაციული გარემო - ინტეგრაციის ცენტრი დაარსა. კონკურსის მიზანია გამარჯვებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის ინტეგრაციის ცენტრის ფუნქციონირება და საგანმანათლებლო კურსების წარმართვა უზრუნველყოს:

• ქართული ენის კურსი;
• სოციალურ-კულტურული ცნობიერების ამაღლება;
• სამოქალაქო განათლების კუთხით ცნობიერების ჩამოყალიბება;
• საკონსულტაციო სერვისის შექმნა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 მაისი, 18:00 საათი.

მისამართი: თამარაშვილის ქ. N 15ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

იხილეთ დანართის სახით მოცემული დოკუმენტები

002-2018-განაცხადის ფორმა

002-2018-დანართი #1 - საგრანტო წინადადება

002-2018-დანართი #2 - სამოქმედო გეგმა

002-2018-დანართი #3 - ბიუჯეტის ფორმა

002-2018-დანართი #4 - ფინანსური და პროგრამული ანგარიში

002-2018-მიმართულების აღწერილობა 


002-2018-საგრანტო განცხადება 

002-2018-საგრანტო წინადადების შეფასების კრიტერიუმები

002-2018-საგრანტო-პროგრამა