მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

შოთა რეხვიაშვილი ლტოლვილთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო


2018-06-22 13:08:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი და გაეროს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში იოჰანეს ფან დერ კლაუ ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღესთან დაკავშირებით, ვარდების ბაღში მულტიეთნიკური ხელოვნების კონცერტი და გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ლტოლვილი და დევნილი ბავშვები მიიღებენ.