საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

ზუგდიდში 240 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა მიმდინარეობს


2018-06-25 12:40:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ზუგდიდში, 6ახალაშენებულ კორპუსში 240დევნილ ოჯახს ბინებსგადასცემს.

დღეს, ზუგდიდში 48ერთოთახიანი, 96 ოროთახიანი და 96 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით ნაწილდება. გათვალისწინებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცემათ.

კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაციაესწრებიან.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამეგრელოსრეგიონში კიდევ 9ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებმა ოჯახებმაბინები ახალაშენებულ კორპუსებში მიიღეს.

ამ ეტაპზე, ზუგდიდში ბარამიას ქუჩაზე კიდევ 6 ახალი კორპუსი შენდება, სადაც ბინა 360 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

იხილეთ ვიდეო