მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება


2018-08-30 15:47:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ორგანიზებით, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურის ცენტრ „მუზაში“, ფოტოგამოფენა „არ დამივიწყო“ გაიხსნა.

საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ბოლო წლებში, აფხაზურ მხარესთან, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, გამართული მოლაპარაკებების შედეგად, 150-ზე მეტი ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა და ეს პროცესი გრძელდება. 30 აგვისტო, როგორც უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე, მსოფლიოში 1983 წლიდან, საქართველოში კი 2011 წლიდან აღინიშნება.