მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია დაიწყო


2014-04-14 20:41:00

დევნილთა დამატებითი სავალდებულო რეგისტრაცია ამა წლის 15 აპრილიდან დაიწყება და პირველ ივნისამდე გაგრძელდება. იმ დევნილებმა, რომლებმაც რეგისტრაციის გავლა ძირითად ვადაში (01.08.13 – 27.12.13) ვერ მოახერხეს, უნდა მიმართონ დევნილთა სამინისტროს მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა.

 დევნილებს, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო,  სამინისტროში მოსვლას ვერ შეძლებენ, სპეციალური ჯგუფი  რეგისტაციაში გასტარებლად ადგილზე მიაკითხავს. ამისათვის მათ უნდა დარეკონ სამინისტროს ცხელი ხაზის  ნომერზე - 2 43 11 00.

რეგისტრაციის გასავლელად დევნილმა თან უნდა იქონიოს:

სრულწლოვანმა პირმა:

•    დევნილის მოწმობა;
•    პირადობის მოწმობა;

არასრულწლოვანმა პირმა:

•    დევნილის მოწმობა;
•    პირადობის მოწმობა ან დაბადების მოწმობა;

რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა ყველა დევნილისთვის, რათა მათ დევნილის სტატუსი არ შეუწყდეთ.

6 წლამდე ასაკის ბავშვების მოყვანა რეგისტრაციის გასავლელად არ არის სავალდებულო.

დევნილებს დამატებით სავალდებულო რეგისტრაციაზე წინასწარ  ჩაწერა შუძლიათ სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით  ნომერზე - 2 43 11 00.