მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით გაიზრდება


2014-11-03 12:07:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით,  დევნილთა სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი,  წლევანდელთან შედარებით,  20 მილიონი ლარით გაიზრდება. ზრდის შედეგად სამინისტროს მომავალი წლის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარით განისაზღვრება.

"მიღწეულია დევნილთა სამინისტროს ბიუჯეტის სერიოზული ზრდა. თუკი ორი წლის წინ "ნაციონალური მოძრაობის" დროს სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენდა 24 მილიონს, მომავალი წლის ბიუჯეტი იქნება 70 მილიონი.  წლევანდელთან შედარებით, ის ოცი მილიონი ლარით იზრდება. ამას დაემატება გარკვეული თანხა და დახმარება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მინისტრის შეფასებით, ბიუჯეტის მომატება გაზრდის შესაძლებლობებს, რომ სამინისტრომ დევნილთა  განსახლებასთან დაკავშირებული მწვავე მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს.

იხილეთ ვიდეო