საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო პროგრამა

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა“

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წლიდან სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განსახორციელებლად, თანხა გამოიყოფა. აღნიშნული მიმართულებით, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯება. პროგრამის მიზანს წარმოადგენს ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის წარმატებით უზრუნველსაყოფად, ისეთი სერვისების შექმნა და განვითარება, რომლებიც აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლებს დაეხმარება საზოგადოებაში ხელახალი ინტეგრაციის პროცესში.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა, საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცა, რაც რამდენიმე მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; მეორე მხრივ,  პროგრამის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა და, ასევე მიგრაციის და კერძოდ, რეინტეგრაციის ხელშეწყობის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერება და განვითარება.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება

  • მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისთვის საშიში დაავადების მქონე პირების საჭირო დიაგნოსტიკის უზრუნველყოფა. საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
  • ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია.

სოციალური პროექტების დაფინანსება

  • შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით სოციალური პროექტების დაფინანსება.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების  პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობა

  • ინდივიდუალურად, ბენეფიციარის ცოდნის, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების, მათი ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით, პროფესიული სწავლების მიმართულებების გამოკვეთა და ბენეფიციარისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ზემოაღნიშნულ პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობის მიზნით და პროგრამაში ჩართვის მსურველთა შესახებ სამინისტროს მიგრაციისა და რეპატრიაციის სამმართველოსთვის ინფორმაციის მიწოდება.

საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა (სერვისის მიწოდება ხდება სახელმწიფო პროგრამის N0100 მიმართულების (თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა- მთიანეთი ) ფარგლებში):

  • საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაბრუნებისთანავე, აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოკვეთილი საჭიროებების შემთხვევაში, ბენეფიციარის არაუმეტეს 4 ღამით დროებითი განთავსების უზრუნველყოფა.

სახელმწიფო პროგრამა ასევე ითვალისწინებს პროგრამის ინფორმაციული უზრუნველყოფის მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც საზოგადოების ინფორმირების მიზნით მზადდება საინფორმაციო მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული ყველა სერვისის შესახებ.

საგრანტო პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ  საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივად ცხოვრების ნებართვით),  რომლებიც:

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან  სარგებლობდნენ თავშესაფრით;
  • სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით.

2017 წლის სახელმწიფო პროგრამით სამინისტრომ სრულად გადმოიბარა საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციაზე ზრუნვის ვალდებულება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისგან (IOM) და დაფარა საქართველოს მთელი ტერიტორია(ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

2017 წლის სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებია:

  • ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
  • ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“;
  • ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი“
  • ა(ა)იპ „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ბათუმი“;
  • ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“

 საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ტელეფონი:               (+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა:               reintegration@mra.gov.ge

მისამართი:               თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერდი:             www.mra.gov.ge

საინფორმაციო ბროშურა >>>