Friday, 10 September 2010






ინფორმაცია

2009-11-26

23 ნოემბერს მოსკოვში რუსი სამართალდამცავების მიერ მოკლული 19 წლის ედუარდ ღურწკაიას ცხედარს 28 ნოემბერს, დილის 07.00 საათზე გადმოასვენებენ, სატრანზიტო რეისით მოსკოვი-ერევანი თბილისი.

კობა სუბელიანი პროექტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო

2009-10-20

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო.

 

საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 100 ოჯახი ჩასახლდა

2009-11-08

დღეს, 8 ნოემბერს, გორის რ-ნ სოფელ საქაშეთში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილი 100 ოჯახი ჩასახლდა. სახლები აშენდა თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის დაფინანსებით.სპეცილურად სახლების გახსნის ცერემონიალზე დასასწრებად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია თურქეთის რესპუბლიკის დელეგაცია, თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრის, ფარუქ ჩელიქის ხელმძღვანელობით. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის დეპუტატები და თურქეთის თანამშრომლობისა და აღორძინების ადმინისტრაციის ('თიკას') პრეზიდენტი ბ-ნი მუსა ქულაქლიქაია.

წეროვანში ევროპის დღე აღნიშნეს

2010-05-17

1ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში წეროვანის საჯარო სკოლაში ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში პერ ეკლუნდი სკოლის დარბაზში დევნილ ბავშვებს შეხვდენენ. ჩატარდა ვიქტორინა  - რა ვიცით ევროკავშირიზე. ვიქტორინაში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა კი ევროკავშირის სიმბოლიკით საჩუქრები მიიღეს

 

 

დევნილებისთვის განათლების ცენტრები გაიხსნება

2010-01-26

დღეს, 26 იანვარს, 13.00-ზე სოფელ კოდაში რუსთავის, კოდისა და შაუმიანის სათემო განათლების ცენტრების პრეზენტაცია გაიმართება. ევროკავშირის პროექტის - "იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა ქვემო ქართლის რეგიონში" მიზანია დევნილთა მხარდაჭერა და არაფორმალური განათლების პროგრამების განხორციელება.