შემოქმედებითი გაერთიანება "ლომისი" აფხაზეთიდან დევნილ 300 ბავშვს ფილარმონიაში ეპატიჟება. 17 იანვარს, 19.00 საათზე დევნილები "ჩხიკვთა ქორწილს" უფასოდ ნახავენ. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დევნილი ბავშვების მიწვევისთვის შემოქმედებით გაერთიანება "ლომისს" მადლობას უხდის.
გურამიშვილის გამზირზე დევნილები საკუთრებას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ლტოლვილთა და განსახლეობის მინისტრმა კობა სუბელიანმა თავად მიაწოდა. მინისტრი გურამიშვილის გამზირზე, საქენერგოს ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და როგორც პრივატიზაციის ისე, მათთვის საინტერესო ყველა საკითხებზე ესაუბრა.
ლტოლვლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ თავად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება.
სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” 3 დღიანი კონფერენცია გაიხსნა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალ მიმართულებებს ეხება. დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის განახლებული ვარიანტი საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა 2010 წლის 19 მაისს დაამტკიცა, რომელშიც ნათლად ჩანს სახელმწიფოს სტრატეგია იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ.
ამ კვირას რუსეთ-საქართველოს ომის ორი წლისთავია. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, მათ შორის „გადატვირთვის ღილაკმა“ რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში, რომელსაც პრეზიდენტი ბარაკ ობამა აჭერს ხელს. ჯორჯ ბუში ქართველი ხალხისთვის ევანგელისტი იყო, იგივეს თქმა შეიძლება სენატორ ჯო ბაიდენზე, ამერიკის დღევანდელ დემოკრატ ვიცე-პრეზიდენტზე.