საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დევნილებთან შეხვედრას იმერეთის რეგიონში განაგრძობს. დღეს მინისტრი ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა.
29 აპრილს, 18.00-ზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ახაგაზრდულ ცენტრში აწყობს ფოტოგამოფენას "წეროვანის ფოტოდღიურები".
14 აპრილს, დედა ენის დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული ბავშვები გამოვლინდნენ და სიგელები და საჩუქრები მიიღეს. კონკურსში გამარჯვებული დევნილი ბავშვები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა პირადად დააჯილდოვა და პერსონალური კომპიუტერები გადასცა.