თბილისში ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს პირველი სხდომა გაიხსნა, რომელსაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია, კერძოდ - უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტის წევრები დაესწრნენ. მანამადე კი დელეგაცია ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანს შეხვდა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუშოღლუ და დელეგაციის წევრები წეროვანს ესტუმრნენ. სტუმრებმა დევნილთა დასახლება დაათვალიერეს, შეხვდნენ თავად დევნილებს და აღნიშნეს, რომ მათ სახლებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათ კომპეტენციაში შედის.
ლტოლვლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ თავად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება.
საქართველოში სტუმრად მყოფი სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩიკი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ – კობა სუბელიანთან ერთად წეროვანში ჩავიდა, დევნილ ბავშვებს შეხვდა და დევნილთა ახალგაზრდული კლუბი დაათვალიერა. წეროვანში აღნიშნული კლუბი სლოვაკეთის მთავრობის დახმარებით გაიხსნა. საგარეო საქმეთა მინისტრი შედეგით კმაყოფილი დარჩა და წეროვანში მცხოვრებ დევნილ ბავშვებს დახმარებას კიდევ დაჰპირდა.