Friday, 10 September 2010






ერგნეთსა და ტირძნისში `თბილი ოთახების~ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა

2009-05-25

დღეს, 25 მაისს, გორის რაიონის სოფ. ერგნეთსა და ტირძნისში `თბილი ოთახების~ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

კობა სუბელიანმა 15 ქვეყნის ჟურმალისტები მიიღო

2010-04-16

1274565727-DSC_0357.JPGევროკავშირის წევრი ქვეყნების ჟურნალისტები საქართველოში დევნილთა მდგომარეობით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. 15 ქვეყნის – პოლონეთის, საფრანგეთის, ესპანეთის გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ლიტვის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მიიღო.

კობა სუბელიანი და გიგი უგულავა დევნილებს შეხვდნენ

2010-02-10

                                                                                                                                                                                                                                     22ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისში, ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში  მცხოვრებ  აფხაზეთიდან დევნილ 60 ოჯახს შეხვდა. აღნიშნული ფართები აფხაზეთიდან დევნილებს საკუთრებში გადაეცათ, დღეიდან კი ისინი ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მრიცხველებზე გადავიდნენ.

დევნილები რუსთაველის თეატრში სპექტაკლს `ყოფილების სარეცელი~დაესწრნენ

2009-06-13

დღეს, 13 ივნისს, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის ექსპერიმენტალურ სცენაზე სპექტაკლი `ყოფილების სარეცელი~ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში გაიმართა.

30 დევნილ ოჯახს ახალი ბინები საკუთრებაში გადასცეს

2009-12-02

აფხაზეთიდან დევნილი 30 ოჯახი რუსთავში, საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებს. დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ყოფილი 162-ე პროფსასწავლებელის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გარემონტდა, 116 ადამიანზეა გათვლილი. 64 ბინიან 2 კორპუსს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდათ. ბინები უზრუმველყოფილია ავეჯითაც.