Friday, 10 September 2010






ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

2010-06-30

1  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” დევნილთა თემატიკაზე ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდნენ. ფოტოკონკურსი სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც „ქორთიარდ მარიოტში“ 28-30 ივნისს მიმდინარეობდა და დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებების ეხებოდა.

ანონსი

2010-06-29

1დღეს, 17:15 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” დევნილთა თემატიკაზე ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან. დაჯილდოვებით დასრულდება სამდღიანი კონფერენცია, რომელიც  დანიის ლტოლვილთა საბჭოს ორგანიზებით ტარდება და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალ მიმართულებებს ეხება.

კობა სუბელიანმა ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს საკუთრების მოწმობები ჩაუტანა

2009-06-04

დღეს, 4 ივნისს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ქუთაისში ჩავიდა

70–მა დევნილმა ოჯახმა წალენჯიხაში საკუთრება მიიღო

2010-06-23

1255727711-DSC_0821.JPG წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა 70–მა ოჯახმა საკუთრება მიიღო. დევნილებს ახალი ბინის გასაღები დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს.
ეს ბინები ნაწილია იმ 285 საცხოვრებელი ერთეულისა, რომელიც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 1 100 დევნილისავის აშენდება ან შეკეთდება.

აღდგენისა და რუსეთთან გამკლავებისთვის საქართველოს აშშ-ს მხარდაჭერა სჭირდება

2010-08-09

1

ჯონ მაკკეინი (რესპუბლიკელი სენატორი (არიზონას შტატი) და 2008 წლის არჩევნებში აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი.)

 

იმის მიუხედავად, რომ დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმ საკითხის ირგვლივ, თუ როგორ დაიწყო კონფლიქტი, ერთი რამის უარყოფა შეუძლებელია: ორი წლის წინ, ამ შაბათ-კვირას, რუსეთის არმიამ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი გადაკვეთა და საქართველოში შეიჭრა მათ ქვეყანას სტრატეგიული ბომბდამშენებით შეუტიეს, ღრმად შეიჭრნენ სუვერენულ ტერიტორიაზე, თითქმის 127 ათასი ქართველი უსახლკაროდ დატოვეს, აღიარეს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობა და დაამყარეს სამხედრო ოკუპაცია, რაც დღემდე ძალაშია.

ქართული თარგმანი: www.foreignpress.ge