დევნილებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გრძელდება. თბილისში, ნინოშვილის #57–ში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მოინახულა და სიახლე – ფართების დაკანონების შესახებ თავად გააცნო.
იტალიის საელჩომ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, კობა სუბელიანთან ერთად ახალი პროექტი 'არგო' დღეს 'ევროპულ სახლში' წარადგინა. პროექტი ითვალისწინებს მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელშიც შევა იმ იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდების მონაცემები, რომელთაც ოთხმოცდაათიანი წლების კონფლიქტის შემდეგ სიცილიაში გაატარეს საზაფხულო არდადეგები.
14 აპრილს, დედა ენის დღეს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული ბავშვები გამოვლინდნენ და სიგელები და საჩუქრები მიიღეს. კონკურსში გამარჯვებული დევნილი ბავშვები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა პირადად დააჯილდოვა და პერსონალური კომპიუტერები გადასცა.
2010 წლის 13 აგვისტოს ტრაღიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა ”მშვიდობიანი აფხაზეთის” კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.
ქუთაისში, ყოფილი საფინანსო კოლეჯის შენობაში შესახლებული დევნილებისთვის ფართების დაკანონება დაიწყო. აღნიშნული, სრულად რეაბილიტირებული ობიექტი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა – კობა სუბელიანმა დაათვალიერა. მინისტრი დევნილებს კორპუსში ბუნებრივი აირის შეყვანასთან დაკავშირებით დახმარებასაც დაჰპირდა.