ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი გორში ჩავიდა და 1991 წლიდან დევნილ ცხინვალელებს ახალმოსახლეობა მიულოცა. დევნილი 21 ოჯახი ადრე გორში სტადიონის გასახდელებსა და საბინაო ტრესტის შენობებში არაადამიანურ პირობებში ცხოვრობდა. 20 წლის შემდეგ, მათ 2 და 3 ოთახიანი გარემონტებული და სრულად რეაბილიტირებული ბინები მიიღეს.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. დღეს მინისტრმა ბორჯომის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ “პლატო”-ში მცხოვრები დევნილები მოინახულა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში 24 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ლტოლვლთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ბელიაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. დევნილთა ერთადერთი მოთხოვნა ფართების საკუთრებაში გადაცემა იყო. მათ თავად მინისტრისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ 4 საცხოვრებელი კორპუსი მაქსიმუმ 2 თვეში მათი საკუთრება გახდება.
დღეს, 19 ოქტომბერს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ნგოზი ოკონიო-ივეალამ სოფელ ხურვალეთში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს.