წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯვარში მცხოვრებმა აფხაზეთიდან დევნილმა 70–მა ოჯახმა საკუთრება მიიღო. დევნილებს ახალი ბინის გასაღები დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა საქმეების უმაღლესმა კომისარმა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებმა გადასცეს. ეს ბინები ნაწილია იმ 285 საცხოვრებელი ერთეულისა, რომელიც დასავლეთ საქართველოში მცხოვრები დაახლოებით 1 100 დევნილისავის აშენდება ან შეკეთდება.
დღეს, 17:15 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” დევნილთა თემატიკაზე ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან. დაჯილდოვებით დასრულდება სამდღიანი კონფერენცია, რომელიც დანიის ლტოლვილთა საბჭოს ორგანიზებით ტარდება და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სამოქმედო გეგმის ახალ მიმართულებებს ეხება.
აფხაზეთიდან დევნილი 30 ოჯახი რუსთავში, საკუთარ ჭერქვეშ იცხოვრებს. დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. ყოფილი 162-ე პროფსასწავლებელის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გარემონტდა, 116 ადამიანზეა გათვლილი. 64 ბინიან 2 კორპუსს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდათ. ბინები უზრუმველყოფილია ავეჯითაც.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დევნილებთან შეხვედრას იმერეთის რეგიონში განაგრძობს. დღეს მინისტრი ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა, ახალმოსახლეობა მიულოცა და რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა.
დღეს, 19 ოქტომბერს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა და მსოფლიო ბანკის მმართველმა დირექტორმა ნგოზი ოკონიო-ივეალამ სოფელ ხურვალეთში ჩასახლებული დევნილები მოინახულეს.