ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სოფელ დიღომში, ვაშაძის #43-ში, ყოფილ ჰიდროგეოლოგიის ბიუროს შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა. მინისტრმა ქარიშხლის შედეგად დაზიანებული შენობის გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა და დევნილებს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემაზე ესაუბრა.
დევნილთა გრძელვადიანი განსახლების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, კობა სუბელიანი პარლამენტში მიიწვიეს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე კობა სუბელიანმა, როგორც დეპუტატების, ისე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელთა იმ კითხვებს უპასუხა, რაც კომიტეტის სხდომაზე დაისვა.
15 თებერვალს 10.00 საათზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი აჭარის რეგიონს ესტუმრება. მინისტრი რეგიონში აფხაზეთიდან დევნილებისთვის რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ობიექტებს დაათვალიერებს და დევნილებს საკურებაში გადასცემს.
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დღეს ევროსაბჭოს დელეგაცია სტუმრობდა. მინისტრმა კობა სუბელიანმა ევროსაბჭოში საქართველოს მომხსენებელი მათიას ეორში და ევროსაბჭოში რუსეთის მომხსენებელი დევიდ ვილშეიერი მიიღო. მათ დევნილების განსახლების საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათიას ეორშიმ აღნიშნა, რომ საქართველოს საერთაშორისო დახმარება უფრო მეტად სჭირდება.