Friday, 10 September 2010






დევნილთა ამ ობიექტს 4-5 თვეში ვერავინ იცნობს”- აცხადებს მინისტრი

2010-03-09

 

ძლიე1რმა ქარიშხალმა სახურავის გარეშე დევნილთა 27 საცხოვრებელი ობიექტი დატოვა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ზარალი უკვე დათვალა და აღნიშნული ობიექტების გადახურვაც ოპერატიულად დაიწყო. ერთ-ერთი ობიექტის (თბილისი, შატილის #3), ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის გადახურვის პროცესს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრო. როგორც მინისტრმა დევნილებთან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ ობიექტს 4-5 თვეში ვერავინ იცნობს.          

 

კობა სუბელიანი “ბახტრიონში” მცხოვრებ დევნიელბს შეხვდა

2010-03-29

1ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, ყოფილ სასტუმრო “ბახტრიონში” მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა ქარიშხლის შედეგად დაზიანებულ ობიექტზე გადახურვის სამუშაოები დაათვალიერა და დევნილებს აღნიშნული ფართების საკუთრებაში გადაცემაზე ესაუბრა.

ბერნარ კუშნერი კოდაში დევნილებს შეხვდა

2010-07-15

1127406561-71_876_790522_DSC_0576.JPG საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად კოდაში დევნილთა დასახლებას ესტუმრა. მაღალი რანგის ფრანგმა სტუმარმა დასახლება დაათვალიერა, დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ.

სკრასა და მოხისში დევნილებისთვის წყალგაყვანილობის ახალი სისტემა დამონტაჟდება

2010-06-04

1 ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულმა, გაეროს ბავშვთა ფონდისა და მაშველთა საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმი ეხება სკრისა და მოხისის იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში წყლის მილების რეაბილიტაციასა და წყალგაყვანილობის პრობლემის მოგვარებას.

ანონსი

2010-02-16

1ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ორგანიზებით 17 თებერვალს, 10.00 საათზე სასტუმრო “რედისონ”-ში დევნილთა მიმართ სახელმწიფო გეგმის  განხორციელებაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართება. შეაჯამებენ 2009 წლის წარმატებულ მხარეებს, იმსჯელებენ პრობლემებსა და ხარვეზებზე. ასევე, განაახლებენ დევნილთა მიმართ 2010 წლის სამოქმედო გეგმას.