Friday, 10 September 2010






დევნილები საჩუქრად სათესლე მასალას მიიღებენ

2010-04-27

29 აპრილს, 11.00 საათზე, ტერმინალში „ლილო 1“ დევნილებისთვის სიმინდის სათესლე მასალების დარიგების ღონისძიება გაიმართება. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ პირებს სათესლე მასალით აშშ-ის მთავრობა დაეხმარება. დევნილები USAID-ის მიერ დაფინანსებული "მექანიზაციის პროექტის" (AMP) მეშვეობით 68 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სათესლე მასალას საჩუქრად მიიღებენ.

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი ზუგდიდში აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა

2010-02-01

დღეს, 1 თებერვალს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი ზუგდიდში ჩავიდა და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მინისტრმა რეაბილიტირებული შენობები დაათვალიერა. მათ შორის ინგირის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობა, სადაც აფხაზეთიდან დევნილი 43 ოჯახი ცხოვრობს. აღნიშნული შენობა სახელმწიფომ სრულად აღადგინა, გაარემონტა და დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს `სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში~ პროექტის განხორციელების თაობაზე

2009-07-03

2009 წლის 2 ივლისს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს `სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში~ პროექტის განხორციელების თაობაზე.

კოდაში დევნილებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ

2010-04-26

1322812974-DSC_0071.JPGკოდაში მცხოვრები დევნილები სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. დევნილებისთვის გახსნილ სამედიცინო პუნქტში დღეს სპეციალური აპარატურით აღჭურვილი ექიმების მობილური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც დევნილებს ადგილზე ყველანაირ სამედიცინო გამოკვლევას უტარებს. აქციას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

კობა სუბელიანი სამეგრელოს რეგიონს ეწვია

2009-05-20

დღეს, 20 მაისს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი სამეგრელოს რეგიონს ეწვია და დევნილების პრობლემებს პირადად გაეცნო.