Friday, 10 September 2010






კოდაში დევნილებს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდათ

2010-04-26

1322812974-DSC_0071.JPGკოდაში მცხოვრები დევნილები სამედიცინო მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. დევნილებისთვის გახსნილ სამედიცინო პუნქტში დღეს სპეციალური აპარატურით აღჭურვილი ექიმების მობილური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც დევნილებს ადგილზე ყველანაირ სამედიცინო გამოკვლევას უტარებს. აქციას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

აზერბაიჯანის დელეგაცია რუსთავში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა

2009-12-15

აზერბაიჯანელმა კოლეგებმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან, კობა სუბელიანთან ერთად რუსთავში მცხოვრები დევნილები მოინახულეს. მათ ის ობიექტები დაათვალიერეს, რომლებიც დევნილებისთვის გარემონტდა და საკუთრებაში გადაეცათ. ამ ეტაპზე, მთლიანობაში სახელმწიფომ რუსთავში კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრბი 149 ოჯახი (502 სული) სრულად დააკმაყოფილა. მათ, ყველას საკუთარი ჭერი აქვს, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ განკარგავენ.

ევროსაბჭოს დელეგაცია წეროვანში დევნილებს შეხვდა

2010-06-14

1405984968-DSC06282.JPG ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუდ ჩავუშოღლუ და დელეგაციის წევრები წეროვანს ესტუმრნენ. სტუმრებმა დევნილთა დასახლება დაათვალიერეს, შეხვდნენ თავად დევნილებს და აღნიშნეს, რომ მათ სახლებში დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათ კომპეტენციაში შედის. 

2010 წლის 13 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი

2010-08-14

2010 წლის 13 აგვისტოს ტრაღიკულად დაიღუპა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მრჩეველი, მოძრაობა ”მშვიდობიანი აფხაზეთის” კოორდინატორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი ლორიკ მარშანია.

მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა

2010-04-16

1126646536-1.JPGლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა საქმის წარმოების სამმართველოს თანამშრომლებს, დებს - ლია და მზია ლოცოვანოვებს 17 წლის მანძილზე ერთგული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა. დები ლოცოვანოვები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დაარსების დღიდან მუშაობენ და სამინიტროს ერთგულად ემსახურებიან.