საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქველმოქმედო ორგანიზაციის "წამი" და თბილისის მერიის ინიციატივით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს დევნილი ბავშვები ესტუმრებიან.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ჟურნალისტები საქართველოში დევნილთა მდგომარეობით კიდევ ერთხელ დაინტერესდნენ. 15 ქვეყნის – პოლონეთის, საფრანგეთის, ესპანეთის გერმანიის, იტალიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, სლოვაკეთის, სლოვენიის, პორტუგალიის, ნიდერლანდებისა და ლიტვის წამყვანი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა მიიღო.
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და თბილისის მერი გიგი უგულავა თბილისში, ბელიაშვილის #40-ში, ყოფილი პროფსასწავლებლის შენობაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ 60 ოჯახს შეხვდა. აღნიშნული ფართები აფხაზეთიდან დევნილებს საკუთრებში გადაეცათ, დღეიდან კი ისინი ელექტროენერგიის ინდივიდუალურ მრიცხველებზე გადავიდნენ.
ევროკომისიის მონიტორები დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყობის საკითხს დადებითად აფასებენ. აღნიშნული საკითხის განხილვა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მონაწილეობით დღეს მოხდა. ზოგადი დასკვნით: "დევნილთა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დანერგვის პროცესი დადებითად შესრულდა, მნიშვნელოვანი პროგრესია გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხში."